ერდოღანი VS ქილიჩდაროღლუ | თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

არჩვენები თურქეთში. შესაძლოა დღეს რეჯეფ ტაიპ ერდოღანის 20-წლიანი მმართველობა დასრულდეს. მოქმედი პრეზიდენტი 6 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს უპირისპირდება. თურქეთის მოსახლეობა ახალ პრეზიდენტთან ერთად და ახალ საპარლამენტო შემადგენლობასაც აირჩევს.

თურქეთში არჩევნები ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. პრეზიდენტი ხდება კანდიდატი, რომელიც პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს, თუმცა თუ ხმათა უმრავლესობას ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებიც პირველ ტურში ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებენ

ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არჩევნები ერდოღანისთვის დიდი გამოწვევა იქნება, რომელმაც შესაძლოა მისი 20-წლიანი მმართველობა დაასრულოს.

თურქეთში არჩევნები სერიოზული ეკონომიკური კრიზისის ფონზე იმართება. ამას ასევე თან ახლავს, თებერვალში თურქეთში მომხდარი მასშტაბური მიწისძვრა, რის გამოც ერდოღანსა და მის პარტიას ფართოდ აკრიტიკებდნენ და სამძებრო-სამაშველო ოპერაციების არასწორად წარმართვაში ადანაშაულებდნენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი