
ამერიკის ქალაქ ჰოუუელში, ნიუ ჯერსიში, მეტეორიტი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე დაეცა.
მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ეს იყო იშვიათი მეტეორიტი, რომელიც 4,6 მლრდ წლისაა.
"მაშინვე აშკარა იყო, რომ ეს იყო მეტეორიტი იმ კლასიდანაა, რომელსაც ქვის ქონდრიტი ჰქვია", - თქვა ნიუ ჯერსის კოლეჯის ფიზიკის განყოფილების თავმჯდომარემ.
ცნობისთვის, ქონდრიტები არის ქანები, რომლებიც დედამიწაზე ნაპოვნი მეტეორიტების 85%-ს შეადგენენ. აქამდე აღმოჩენილი ქონდრიტების უმეტესობა ანტარქტიდაშია აღმოჩენილი.