პოლონეთი ორშაბათს პირველ HIMARS-ებს მიიღებს

გამოქვეყნდა:

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშაკის ცნობით, პოლონეთი ორშაბათს პირველ HIMARS-ებს მიიღებს, რომლებსაც რუსეთ-პოლონეთის საზღვართან, ქალაქ კალინინგრადის სიახლოვეს განათავსებს. 

ბლაშაკის თქმით, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა Patriot-ი, რომელიც პოლონურმა არმიამ შეიძინა, უკვე ქვეყანაშია, ხვალ კი იქ HIMARS-ის პირველი ჩავა. 

"პოლონეთის არმიის შეკვეთების მასშტაბები ჩვენი ისტორიის მანძილზე, ყველაზე დიდია. 2018 წელს ჩვენ გავაფორმეთ კონტრაქტი Patriot-ი საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენაზე და ისინი უკვე გვაქვს. ხვალ პოლონეთში პირველი HIMARS-ებიც ჩამოვა", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში პოლონეთს ევროპაში ყველაზე ძლიერი სახმელეთო ჯარი ეყოლება. 

"ჩვენ ვაძილერებთ პოლონურ არმიას და ვცდილობთ გავხადოთ ისეთი მძლავრი, რომ თუ აგრესორი ჩვენს სამშობლოზე თავდასხმას გადაყწვეტს, მისი შეჩერება შეძლოს. ეს თავდაცვის და შეჩერების პოლიტიკაა", - განმარტა ბლაშაკმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი