ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შედეგად კოვიდ 19-ის აფეთქებას ელიან

გამოქვეყნდა:

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ ეპიდსიტუაციის გაუარესებას ელოდებიან. ამიტომ დე-ფაქტო მაღალჩინოსნების ნაწილი ისევ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვაზე საუბრობს. შეზღუდვის მოხსნიდან  24 საათის განმავლობაში აფხაზეთში 7 500-მდე პირი ჩავიდა. გუდაუთის საავადმყოფო კი, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ, ივსება.  

დე-ფაქტო ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ინფიცირებულების ნაკადის გაზრდის შემთხვევაში, ჰოსპიტალური სექტორი დატვირთვას ვერ გაუძლებს.

ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსეთიდან ჩასული ერთი პაციენტი, რომელსაც კოვიდ 19 ერთი კვირის წინ დაუდასტურდა, ჯერ ზუგდიდის საავადმყოფოში გადმოიყვანეს, შემდეგ კი, გუშინ, 2 აგვისტოს ღამეს, აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის საავადმყოფოს შუამდგომლობით, თბილისში გადმოიყვანეს. 

მდინარე ფსოუზე აფხაზეთ-რუსეთის ე.წ. საზღვარი 1 აგვისტოს გაიხსნა. ე.წ. ტურიზმის სამინისტრომ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასულ ტურისტებს მხოლოდ ნიღბების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვას მოსთხოვა.

შეგახსენებთ, რომ 1 აგვისტოს მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ 19-ით ინფიცირებულ 98 ადამიანს მკურნალობენ, სამი პაციენტი კი გარდაცვლილია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი