
სუდანის დედაქალაქ ხართუმში საბრძოლო მოქმედებები ისევ განახლდა. მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირებული მხარეები საუდის არაბეთში სამშვიდობო მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ემზადებიან, ქალაქში ავიადარტყმებია.
ცნობისთვის, დღეს გაერო-სა და საუდის არაბეთის შუამავლობით, სუდანის შეიარაღებული ძალები და გასამხედროებული დაჯგუფება "სწრაფი მხარდაჭერის ძალების" წარმომადგენლები ერთმანეთს საუდის არაბეთში უნდა შეხვდნენ.
ცნობისთვის, სუდანში არმიასა და გასამხედროებულ "სწრაფი რეაგირების ძალებს" შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო. სუდანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სუდანში შეტაკებების შედეგად 512 დაიღუპა და ათასობით დაშავდა.