
საქართველოს ვიზიტით დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლიოკე რასმუსენი ეწვევა. - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ვიზიტი 4-15 მაისს გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ლარს ლოკე რასმუსენს თან ახლავს დანიის ბიზნეს დელეგაცია, გაიმართება მინისტრის და ბიზნეს დელეგაციის შეხევდრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად, ოფიციალურად გახსნის საქართველოში დანიის საელჩოს.
ლარს ლოკე რასმუსენი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.