"თავიდანვე ვამბობდით, რომ სტრასბურგში ამ სარჩელს არ ჰქონდა არავითარი პერსპექტივა... წერტილი დაუსვა წელიწადნახევრიან კამპანიას" | კობახიძე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე

გამოქვეყნდა:

"ხელისუფლება, შესაბამისი უწყებები, დაწესებულებები ყველაფერს აკეთებენ, რათა დაცული იყოს თითოეული პატიმრის, მათ შორის პატიმარ სააკაშვილის უფლებები. ამ პირობებში სარჩელს პერსპექტივა ვერ ექნებოდა", - ამბობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

კობახიძე მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით სიყალბეზე აგებულ კამპანიას წერტილი დაესვა.

"თავიდანვე ვამბობდით, რომ სტრასბურგში ამ სარჩელს არ ჰქონდა არავითარი პერსპექტივა და ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი, ხელისუფლება, შესაბამისი უწყებები, დაწესებულებები ყველაფერს აკეთებენ, რათა თითოეული პატიმრის უფლებები იყოს დაცული, მათ შორის პატიმარ სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული. ამ პირობებში ასეთ სარჩელს ვერ ექნებოდა პერსპექტივა.

გარდა ამისა, ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგმა წერტილი დაუსვა წელიწადნახევრიან კამპანიას იმასთან დაკავშირებით, თითქოს მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურად კვდებოდა საპატიმრო დაწესებულებაში. ეს იყო სიცრუეზე, სიყალბეზე აგებული კამპანია და ამ კამპანიას დაესვა წერტილი სტრასბურგის გადაწყვეტილებით. ეს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება მოქმედებს სტანდარტების შესაბამისად, ეს არის ადამიანის უფლებების სტანდარტები, ეს არის ჰუმანური მიდგომის სტანდარტები, რაც 2012 წლიდანაა დანერგილი ჩვენს ქვეყანაში", - ამბობს კობახიძე [საზოგადოებრივი მაუწყებელი]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი