მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა | მესამე პრეზიდენტის ოჯახის პასუხი სტრასბურგის სასამართლოს

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სისუსტე, წონის ინტენსიური კლება, საკვების მიუღებლობა - მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი განმარტავს, რომ სტრასბურგში საქმის განხილვა ჯერ დასრულებული არ არის და დროებით ღონისძიებასა და საზღვარგარეთ მკურნალობაზე უარის თქმის მიუხედავად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო.

რაც შეეხება დროებით ღონისძიებაზე უარს, მესამე პრეზიდენტის ოჯახი განმარტავს, რომ დაცვის მხარემ მტკიცებულებათა სახის შესაბამისი დოკუმენტაციის მოგროვება ვერ მოასწრო, რა სარჩელს უნდა დართვოდა თან და და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაც სწორედ ამის შედეგია. 

"ჩემი მოლოდინი იყო სრულიად განსხვავებული და მივიღეთ ეს შედეგი. მეორე ეტაპზე გადავდივართ და ვნახოთ, ის როგორ დამთავრდება. ლაპარაკია უკვე გარეთ გაყვანაზე პოლონეთში. პოლონეთი იყო ძირითადად ინიციატორი ამ ყველაფრის, იმ 27 ქვეყნის შეკრების. პოლონელი ექიმები დავინახეთ, რით დამთავრდა მათი მცდელობა შემოსულიყვნენ, არ დაუშვეს. არ დაუშვეს  სრულიად შეგნებულად იმიტომ, რომ ჩვენ ფაქტობრივად არ გვქონდა უახლესი მონაცემები და ის სასამართლო უნდა დაჰყრდნობოდა იმას, რასაც აწვდის "ვივა მედი" . ჩაკეტილი წრეა და ახალ რა გამოდის. ჩვენი მხრიდან  არანაირი მონაცემები იყო, ჩვენი მხრიდან კი არა ობიექტური მხრიდან" - ამბობს გიული ალასანია.

შეგახსენებთ, ევროსასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა როგორც მისი ადვოკატები აცხადებენ, სტრასბურგში სამართლებრივი პროცესი გრძელდება და გუშინდელი გადაწყვეტილება მხოლოდ პროცედურული ნაწილი იყო.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი