
უზენაესმა სასამართლომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო სუს-ის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე და 17 მაისს ზეპირი მოსმენა მხარეთა დასწრების გარეშე ჩანიშნა, - ინფორმაციას ენმ ავრცელებს.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"თავმჯდომარეს, "მთავარ არხს", და "ფორმულას" ცილისწამებას ედავება და სასამართლოში უჩივის. სარჩელი უკავშირდება ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "ქოლ-ცენტრების" თაღლითური საქმიანობის შესახებ, რომელთან კავშირში მყოფ ერთ-ერთ პირადაც, მისი ადვოკატის თანახმად, სწორედ ლილუაშვილია დასახელებული.
ამის შემდეგ ლევან ხაბეიშვილმა საკასაციო საჩივარი შეიტანა, რომელიც უზენასმა სასამართლომ დასაშვებად ცნო და 17 მაისს სხდომა ჩანიშნა ზეპირი მოსმენის ანუ მხარემხარეთა დასწრების გარეშე" - წერს ენმ.