
რუსეთში, ტოლიატიში, სამარას ოლქში მდებარე საღებავის მწარმოებელი ქარხანა დაიწვა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი 13 მაისს, გვიან ს ღამით გაჩნდა. ხანძრის ფართობი 20 000 კვადრატული მეტრი იყო. გარდა ამისა, ჩამოინგრა შენობის სახურავი.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონული სამსახურის ცნობით, ჩაქრობაში 300-ზე მეტი ადამიანი და 69 ტექნიკა, მათ შორის ორი სახანძრო მანქანა იყო ჩართული.
ხანძრის გამო ტერიტორიიდან 13 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მსხვერპლისა და დაღუპულის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა რუსეთში მასშტაბური ხანძრებია. რუსეთს არ აქვს საკმარისი რესურსი და აღჭურვილობა ცეცხლის გავრცელების გასაკონტროლებლად, რადგან პუტინმა, უკრაინის ომში მეხანძრეებიც ჩართო.