"უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით წინსვლას აგრძელებენ" | მალიარი

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის თქმით, უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით წინსვლას აგრძელებენ. როგორც მალიარმა აღნიშნა, კვირას, 14 მაისს, უკრაინულმა ძალებმა ბახმუტთან ახლოს მტრის 10-ზე მეტი პოზიცია დაიკავეს.

მალიარის თქმითვე, ბახმუტში მძიმე ბრძოლები გრძელდება.

"ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას ბახმუტის მიმართულებით გარეუბნებში - დღეს ჩვენმა ძალებმა დაიკავეს მტრის ათზე მეტი პოზიცია ბახმუტის გარეუბანში ჩრდილოეთით და სამხრეთით, გაასუფთავეს ტყის მასივის დიდი ტერიტორია ივანივსკოეს რაიონში...

მტერმა ბახმუტში მთელი თავისი ძალები შეკრიბა და ცდილობს წინსვლას, გზად ყველაფერს ანადგურებს. სასტიკი ბრძოლები გრძელდება" - წერს მალიარი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი