
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 14 მაისის შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, კვირას რუსეთის ჯარებმა კუპიანსკის მიმართულებით წარუმატებელი შეტევითი მოქმედებები განახორციელეს. გარდა ამისა, უკრაინამ მარინკას მახლობლად მტრის არაერთი შეტევა მოიგერია. გენშტაბი აღნიშნავს, რომ ბახმუტში მძიმე ბრძოლები გრძელდება.
გენშტაბის ინფორმაციით, დღის განმავლობაში ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 6 სარაკეტო და 27 საჰაერო დარტყმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად დაზარალდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, განადგურდა და დაზიანდა კერძო საცხოვრებელი კორპუსები და სხვა სამოქალაქო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა. გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო და საჰაერო დარტყმების ალბათობა კვლავ მაღალი რჩება.
გენშტაბის ცნობითვე, რუსეთი ძირითადი ძალის კონცენტრირებას კვლავ ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინის მიმართულებით აგრძელებს. საერთო ჯამში, დღის განმავლობაში ამ მიმართულებებით 30 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩება.