
რუსეთმა დონეცკის რეგიონში ქალაქი კურახოვო დაბომბა, რის შედეგადაც 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ინფორმაციას დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი პავლო კირილენკო ავრცელებს და წერს, რომ დაშავებულთა შორის ერთი არასრულწლოვანია.
"დღეს რუსების მხრიდან კურახოის დაბომბვის შედეგად 3 ადამიანია დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. რუსეთმა გამოიყენა "Hurricanes" - დაზიანდა 5 მაღალსართულიანი შენობა და 3 კერძო სახლი, ასევე თბომომარაგების ქსელი. ადგილზე პოლიცია და სამაშველო მუშაობს", - დაწერა კირილენკომ.