ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდნენ

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში ევროსაბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდნენ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის ნორმალიზაციას.

"სიამოვნებით ვუმასპინძლე პრეზიდენტ ალიევსა და პრემიერმინისტრ ფაშინიას ბრიუსელში მეხუთე შეხვედრაზე. ჩვენი აზრები, რომელიც ერთმანეთს გავუზიარეთ, იყო გულწრფელი, ღია და შედეგზე ორიენტირებული. მათ ყურადღება გაამახვილეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის ნორმალიზაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე. ლიდერები გამოთქვამენ საერთო მზადყოფნას სამხრეთ კავკასიის მშვიდობისთვის, მე მივესალმები მათ ძალისხმევას", - ნათქვამია შარლ მიშელის განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი