
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში მას სამუშაო ვახშამი ექნება საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან და მასთან "ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან პუნქტებს განიხილავს".
"პარიზი. ყოველი ვიზიტით უკრაინის თავდაცვითი და შეტევითი შესაძლებლობები ფართოვდება, ევროპასთან კავშირი მყარდება და რუსეთზე ზეწოლა იზრდება. მე მექნება შეხვედრა ჩემს მეგობარ ემანუელთან და ვისაუბრებთ ორმხრივი ურთიერთობების ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე", - დაწერა ზელენსკიმ.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომის დაწყების შემდეგ, ეს საფრანგეთში ზელენსკის მეორე ვიზიტია. მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზს 8 თებერვალს ეწვია.
მანამდე კი, 13 და 14 მაისს, ზელენსკი იტალიასა და გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნების ლიდერებს შეხვდა.