საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში | როგორია ამჟამინდელი მონაცემები

გამოქვეყნდა:

თურქეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს Anadolu-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია ამომრჩეველთა ხმების 80%, რომლის თანახმადაც საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 50.4%-ით ლიდერობს, მის ოპონენტ ქემალ ქილიჩდაროღლუს 47.7% აქვს. 

აღსანიშნავია, რომ ამ მონაცემებით, ხმების დათვლასთან ერთად ერდოღანის უპირატესობა მცირდება, ქილიჩდაროღლუს კი იზრდება. 

ამის პარალელურად, დამოუკიდებელი სააგენტო Anka, რომელიც უფრო პრო-ოპოზიციურად მიიჩნევა, წერს, რომ ხმების  78%-ის დათვლის შედეგად, ერდოღანს 48.5%, ქილიჩდაროღლუს  კი 45.7% აქვს.

ხმის დათვლის პროცესი გრძელდება. იმ შემთხვევაში თუ საბოლოო შედეგით ვერცერთი კანდიდატი 50%-ს ვერ გადასცდება ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.

მეორე ტურის საჭიროების შემთხვევაში, არჩევნები 28 მაისს გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი