ერდოღანი - 49,86%, ქილიჩდაროღლუ - 44,38% | არჩევნები თურქეთში - Anadolu-ს ცნობით, დათვლილია ხმების 90,61%

გამოქვეყნდა:

თურქეთში, საპრეზიდენტო არჩევნების ხმების 90,61%-ის დათვლის შედეგად, მოქმედი პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხმები 50%-ს ჩამოსცდა. ამ დროისთვის მას 49,86% აქვს, მის მთავარ ოპოზიციონერ კონკურენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი 44,38%. 

ეს არ არის საბოლოო და ოფიციალური შედეგები და ამ მონაცემებს სამთავრობო გამოცემა Anadolu აქვეყნებს. 

ანალიტიკოსები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ წინასწარი შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ დიდი ალბათობით, თურქეთში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამ შემთხვევაში, კენჭისყრა 28 მაისს ჩატარდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი