ერდოღანი: 49.35%; ქილიჩდაროღლუ: 45%  - დათვლილია ხმების 98.82%

გამოქვეყნდა:

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების 98.82%-ის დათვლის შედეგად, რეჯეფ თაიფ ერდოღანს 49.35% აქვს, მის მთავარ ოპოზიციონერ მეტოქეს, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი 45%.

ოფიციალური შედეგები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა ყველა წინასწარი მონაცემების შედეგად, ვერცერთი კანდიდატი 50%-ს ვერ აგროვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქეთში სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნება. ჩანიშვნის შემთხვევაში მეორე ტური თურქეთში 28 მაისს იქნება.

მეორე ტურში ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ქემალ ქილიჩდაროღლუ დაუპირისპირდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი