
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 15 მაისამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი - დაახლოებით 199 460;
ტანკი -3 759;
ჯავშანტექნიკა - 7 336;
საარტილერიო სისტემა - 3 137;
სარაკეტო სისტემა - 562;
საზენიტო საბრძოლო სისტემა - 316;
თვითმფრინავები - 308;
ვერტმფრენი - 294;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2 720;
საკრუიზო რაკეტები - 973;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 6 034;
გემი/ნავი/კატარღა - 18;
სპეციალური აღჭურვილობა - 407.