"თავისუფლება მიშას" - სტრასბურგში ქართველმა ემიგრანტებმა ევროსასამართლოსთან აქცია გამართეს

გამოქვეყნდა:

თავისუფლება მიშას! - ამ მოთხოვნით სტრასბურგში, ევროსასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნის აქციას შეუერთდნენ ფრონტის წინა ხაზიდან ჩასული ქართველი მებრძოლებიც. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გააჟღერეს მათი მთავარი მოთხოვნა - საქართველოს მესამე პრეზიდენტის თავისუფლება. მათ მოუწოდეს საზოგადოებასა და ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ, რათა მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს.

აქციის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ არ შეიძლება ის ადამიანი, რომელმაც ქვეყანა ააშენა, გაატარა რეფორმები და ქვეყანა წაიყვანა სწორი მიმართულებით, დღეს იყოს პუტინის პირადი პატიმარი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი