
საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ერთ წელზე მეტია, რაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს და საქართველოში არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ვინმეს ჩვენი ქვეყნის საშუალებით, სანქციებისთვის თავი აერიდებინა.
ამ თემაზე დარჩიაშვილის დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ლარს ლოკე რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დანიის პირველმა არხმა ჰკითხა.
"საქართველო პირნათლად ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აიღო. უკვე თითქმის ერთ წელზე მეტია, რაც ეს ომი მიმდინარეობს და საქართველოში არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ვინმეს ჩვენი ქვეყნის საშუალებით თავი აერიდებინა სანქციებისთვის. ეს არის ჩვენი ვალდებულება, ჩვენი პარტნიორების წინაშე და ეს ვალდებულება შესრულდება ყოველთვის, რადგან ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა", - თქვა დარჩიაშვილმა.
დარჩიაშვილის თქმით, ამ მიმართულებით ძალიან ახლო კოორდინაციაში არიან საერთაშორისო პარტნიორებთან.