საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე ერდოღანი დამარცხდა

გამოქვეყნდა:

თურქეთის არჩევნებისთვის საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე საპრეზიდენტო და საპარლამენტო კენჭისყრა ოპოზიციამ მოიგო.

თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს Anadolu-ს ინფორმაციით, პარალელური დათვლით, დათვლილია ხმების 100%, რომლის თანახმადაც, ქემალ ქილიჩდაროღლუს 63.58%, რეჯეფ თაიფ ერდოღანს კი 31.34% აქვს.

სააგენტოს ინფორმაციითვე, საქართველოში მყოფ თურქეთის მოქალაქეთა შორის აქტივობამ, 43.93% შეადგინა. 1013 საპრეზიდენტო ბიულეტენიდან 8 გაბათილდა.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, საქართველოში ქილიჩდაროღლუს "რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ" 43.07% მიიღო, ერდოღანის პარტიამ კი 22,23%.

წინასწარი შედეგებით, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანი ლიდერობს, თუმცა ვერც ერთი კანდიდატი აგროვებს ხმათა 50%-ზე მეტს, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე ტური ჩაინიშნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი