
რუსული სახელისუფლებო სააგენტო TASS სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვის ოლქის ქალაქ კლიმოვსკში ელექტროგადამცემი ხაზების ბოძები დანაღმეს. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.
"ელექტროგადამცემი კოშკის მახლობლად იპოვეს ყუთი მავთულით, რომელიც მიწისქვეშ მიდის. გარდა ამისა, იქვე არის გზა", - თქვა "ტასთან" წყარომ.
ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთის სხვადასხვა კუთხიდან გახშირდა ცნობები ელექტროგადამცემ ხაზებზე აღმოჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ.