"აეროფლოტმა" თანამშრომლებისგან მოითხოვა უფრო იშვიათად დააფიქსირონ თვითმფრინავის გაუმართაობა – მედია

გამოქვეყნდა:

გამოცემა "პროექტის" გამოძიების მიხედვით, რუსულმა სახელმწიფო კომპანია "აეროფლოტმა" პროტოკოლი გამოსცა, რომლის თანახმადაც, უფროსმა ბორტგამცილებელმა თვითმფრინავის ტექნიკური თუ სხვა პრობლემის შესახებ ცნობები ბორტის ჟურნალში მხოლოდ თვითმფრინავის მეთაურთან შეთანხმების შემდეგ უნდა ჩაწერონ.

მედია წერს, რომ აღნიშნული ფრენის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დარღვევაა.

მედიასთან "აეროფლოტის" ყოფილი თანამშრომელი ყვება, რომ სანქციების დაწესების შემდეგ, როცა ფრენებთან დაკავშირებული პრობლემები და სათადარიგო მიწოდების შეფერხებები დაიწყო, თანამშრომლებმა განკარგულება მიიღეს, რომლის თანახმადაც,  ნებისმიერი პრობლემა ფრენის დროს, აღარ იწერება ბორტის ჟურნალში [Cabin Log Book], მოხსენება პრობლემასთან დაკავშირებით სიტყვიერად ხდება.

განკარგულების ასლი "პროექტმა" მოიძია, მისი ნამდვილობა მედიასთან "აეროფლოტის" სამმა ყოფილმა თანამშრომელმა დაადასტურა.

"პროტოკოლის მიხედვით, ყველა ტექნიკური გაუმართაობა უნდა დაფიქსირდეს ჩანაწერთა წიგნში. ეს არის მკაცრი საანგარიშო დოკუმენტები და, შესაბამისად, მათ დამუშავება სჭირდება. ამას აკონტროლებს არა მხოლოდ ავიახაზების მენეჯმენტი, არამედ საერთაშორისო და ეროვნული ინსპექტირება", - ამბობს "აეროფლოტის" ყოფილი თანამშრომელი ომამდელ პერიოდზე.
 

მედია წერს, რომ სათადარიგო ნაწილებთან და ხარისხიან მომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რუსულმა ავიახაზებმა უსაფრთხოების მოთხოვნების მნიშვნელოვნად შემცირება დაიწყეს.

"როდესაც დაიწყო ფრენებთან დაკავშირებული პრობლემები და სათადარიგო ნაწილების მიწოდების შეფერხებები, განკარგულება მოვიდა. ის იყო მასობრივი დაგზავნა ყველა უფროსი ბორტგამცილებელისთვის, სადაც ნათქვამია, რომ ნებისმიერი ავარია (პრობლემა) ფრენის დროს, აღარ იწერება ბორტის ჟურნალში [Cabin Log Book], არამედ სიტყვიერად ხდება მოხსენება რა და სად არის პრობლემა. შესაბამისად, თუ არ არის სათადარიგო ნაწილები შეიძლება გაუმართავი თვითმფრინავი გაფრინდეს", -  ამბობს უფროსი ბორტგამცილებელი, რომელიც მუშაობდა "აეროფლოტში" 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

"აეროფლოტის" ერთ-ერთი ბორტგამცილებელი ამბობს, რომ 2022 წელს ამ ავიაკომპანიის თვითმფრინავმა ფრენა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებიდან მოსკოვში შეასრულა ბორტზე ჟანგბადის ბალონების სრული ნაკრების გარეშე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი