
დროებით ოკუპირებულ ლუგანსკში მომხდარი აფეთქების შედეგად ოკუპანტების მიერ დანიშნული ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, იგორ კორნეტი დაშავდა.
რუსული სამთავრობო მედია "რია" წერს, რომ აფეთქება ერთ-ერთ სადალაქოში მოხდა, რომელიც ე.წ სამთავრობო შენობიდან 500 მეტრის დაშორებით მდებარეობს.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების დროს ე.წ მინისტრთან ერთად კიდევ ხუთი ადამიანი დაშავდა, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.