თურქეთში ოფიციალურად დაადასტურეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება

გამოქვეყნდა:

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელმა, აჰმედ იენერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება. 

მეორე ტურში მონაწილეობას მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი მთავარი ოპოზიციონერი მოწინააღმდეგე ქემალ ქილიჩდაროღლუ მიიღებენ.

როგორც უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, დაახლოებით 35,000 ხმა დარჩა დასათვლელი. ამ დროის მონაცემებით ყველაზე მეტი ხმა - 49,51% ერდოღანმა მიიღო, ხოლო მეორე ადგილს ქილიჩდაროღლუ 44,88%-ით იკავებს. 

აჰმედ იენერის თქმით, ვერცერთი კანდიდატი ვერ ახერხებს, რომ ხმების 50%-იან ნიშნულს მიუახლოვდეს, შესაბამისად, არჩევნების მეორე ტური გარდაუვალია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი