
ფინეთის საჰაერო ძალების Hawk-ის სასწავლო თვითმფრინავი, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, კეურუში ჩამოვარდა.
არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროს ორმა პილოტმა პარაშუტებით ჭაობზე დაშვება შეძლო.
ფინეთის საჰაერო ძალების შტაბის უფროსმა, გენერალმა ტიმო ჰერანენმა Helsingin Sanomat-ს განუცხადა, რომ ორივე პილოტი გონზე იყო, როდესაც მაშველებმა სწრაფად იპოვეს.
ჰერანენის თქმით, კატასტროფა "სასწავლო სიტუაციის" დროს მოხდა. თვითმფრინავში პილოტი და ინსტრუქტორი პილოტი იმყოფებოდნენ.