
ოფიციალურმა ვარშავამ ირკუტსკთან რეპრესიების დროს, პოლონელ მსხვერპლთა ძეგლის დემონტაჟთან დაკავშირებით მოსკოვს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია რუსეთში პოლონეთის ელჩ კშიშტოფ კრაევსკიმზე დაყრდნობით ავრცელებს.
"დღეს ჩვენ მივაწოდეთ ნოტა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთში პოლიტიკური რეპრესიების დროს პოლონელი მსხვერპლთა პატივსაცემი სიმბოლური საფლავის ქვის და მის გვერდით მდებარე ლიტველ მსხვერპლთა პატივსაცემად ჯვრის დემონტაჟთან დაკავშირებით" - განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, ორივე მემორიალური ობიექტის დემონტაჟი და გაურკვეველ ადგილას გადატანა "წინააღმდეგობას იწვევს". მისივე თქმით, პოლონური ძეგლი რუსეთში პოლონური დიასპორის ორგანიზაციის მიერ 2015 წელს ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობით დაიდგა.