
დასავლეთ სლოვაკეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 59 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტობუსში უნგრელი ტურისტები იმყოფებოდნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.