მორიგი თავდახმა და მორალური ტერორი ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ. "ქართული ოცნების" გამორჩეულ კრიტიკოსს დღეს საცხოვრებელ სახლთან ნიღბიანი, გაურკვეველი პირები ელოდნენ. დაახლოებით 20-კაციანი დაჯგუფება სავარაუდოდ ხელისუფლების დაკვეთით, ილიაუნის პროფესორის წინააღმდეგ
პროვოკაციას გეგმავდა, თუმცა ბერძენიშვილი ამ დროს სახლში არ აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს და ინფორმაცია მედიაშიც გავრცელდა, ნიღბიანებმა ტერიტორია დატოვეს. თავად ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტია ასეთი მეთოდით მასთან ანგარიშსწორებას ცდილობს.