ნიკა გვარამიას პატიმრობის ერთი წელი | 16 მაისს, 11:30 საათზე უზენაესთან აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

1 წელი ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობიდან. "მთავარი არხის" დამფუძნებელი ისევ ციხეშია და პატიმრობა ისევ "ქართული ოცნების" პოლიტიკური გადაწყვეტილებით გრძელდება. მაგრამ ამის მიუხედავად ხელისუფლებამ მთავარი პოლიტიკური ოპონენტის განეიტრალება ვერ შეძლო.

მთელ მსოფლიოს კი ამ ერთმა წელიწადმა აჩვენა, რომ საქართველო უკან იხევს დემოკრატიული ღირებულებებისგან და ქვეყანაში უკვე გამოხატვის თავისუფლებისთვის დაპატიმრებული მედიამენეჯერები არსებობენ.

ხვალ ნიკას თავისუფლების მოძრაობა 11:30 საათზე უზენაეს სასამართლოსთან შეიკრიბება, სადაც ნიკასთვის სამართლიან და დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას მოითხოვენ. ისინი მომდევნო დღეების გეგმასაც გააჟღერებენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი