
ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი ამტკიცებს, რომ უკრაინული სპეცსამსახურების დახმარებით ჩეხეთიდან თავისი ცხენის "ზაზუს" დაბრუნება შეძლო.
არსებული ინფორმაციით, ცხენი უცნობმა პირებმა ჩეხეთის სოფელ კრაბჩიცეში მდებარე თავლადან მოიპარეს. ჩეხეთის პოლიციის ცნობით, ის თითქმის 17 ათასი ევროს ღირებულების ცხენი იყო.
ახლა კი კადიროვი ირწმუნება, რომ ქურდობა სავარაუდოდ უკრაინის სპეცსამსახურებმა მოაწყვეს. მისიცე თქმით, ზაზუ ახლა სახლში მიდის და მისი ქურდობა მას $18 000 დაუჯდა.
"მისი რეალური ღირებულებისა და შესანიშნავი მემკვიდრეობის გათვალისწინებით, ეს უმნიშვნელოა", - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ჩეხეთმა საერთაშორისო სანქციების ფარგლებში კადიროვის ქონება, მათ შორის რამდენიმე ცხენი გაყინა.