
პრაღაში ახალ წელს დაბადებულ ბავშვებს ფულს დაურიგებენ. პრაღის საკრებულომ ამისთვის 15 000 ჩეხური გვირგვნა დაამტკიცა.
არსებული ინფორმაციით, წინა ორი წლის განმავლობაში პრაღა 1 იანვარს დაბადებულ ბავშვებს სამახსოვრო მონეტებს აძლევდა, ახლა კი მერიამ ფულის ჩაბარება გადაწყვიტა.
ჩეხეთის დედაქალაქის მერის ბოჰუსლავ სლობოდას განცხადებით, წელს თანხას 19 ბავშვი მიიღებს - 12 გოგონა და შვიდი ბიჭი. გასულ წელს საჩუქრად 21 ბავშვმა მიიღო, წინა წელს - 27.
ახალი წლის ღამეს დაბადებულთათვის საჩუქარი დროებით გააუქმა წინა საკრებულომ, რომელსაც მეკობრეების პარტიის წარმომადგენელი ზდენეკ გრზიბი ხელმძღვანელობდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ასეთი საჩუქრები უსამართლოა სხვა ბავშვების მიმართ.