
უნგრეთმა ევროპის სამშვიდობო ფონდიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მერვე ტრანშის გამოყოფა
დაბლოკა. ტრანშის ოდენობა 500 მლნ ევროა და მომავალ ორშაბათს გამოიყოფა.
ოფიციალურმა ბუდაპეშტმა მოითხოვა გარანტიები, რომ EPF შეინარჩუნებს თავის გლობალურ სტატუსს მომავალში და არ გამოიყენებს მხოლოდ კიევის შეიარაღებას.
ცნობისთვის, ევროპული სამშვიდობო ფონდი 2021 წელს დაარსდა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შენატანებით ფინანსდება.