
ახალ ზელანდიაში, ერთ-ერთ ჰოსტელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
შემთხვევა დედაქალაქ უელინგტონში ადგილობრივი დროით 00:00 საათზე მოხდა.
შენობიდან ათობით ადამიანის გამოყვანა მოხერხდა, თუმცა რამდენიმე ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. პოლიცია ვარაუდობს, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.
უცნობია კონკრეტულად რამდენი ადამიანი იმყოფებოდა შენობაში. ასევე უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.