ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი ნაწილდება სულ რამდენიმე მსხვილ კომპანიაზე - ხარაზი კორუფციულ სქემაზე

გამოქვეყნდა:

ბათუმის მერია ფულს კორუფციულად ხარჯავს -კომპანია "ბონდი" და "მონოლითი" რომლებიც ბათუმის საკრებულოს წევრის, ლევან დოლიძის და მისი ოჯახის საკუთრებაა, ავსებენ ბიძინა ივანიშვილის ყულაბას, ქალაქი კი  ინფრასტრუქტურის გარეშე რჩება - განცხადება ბათუმში, ნაციონალური მოძრაობის წევრმა რეზო ხარაზმა გააკეთა. მისი განმარტებით, ტენდერებს ხელისუფლებასთან დაახლოებული და "ოცნების" შემომწირველი კომპანიები უკონკურენტოდ იგებენ. ხარაზის თქმით, ეს ბათუმის ბიუჯეტიდან გასული ის თანხაა, რომელიც ოფიციალურად ჩანს, თუმცა ოცნების მაღალჩინოსნები ტენდერში გამარჯვებული კომპანიებიდან, შავს ფულს ქეშადაც იღებენ.

"ქართული ოცნება“ ყოველდღიურად ძარცვავს ჩვენს მოსახლეობას, რაც კიდევ უფრო აღატაკებს ჩვენს თანაქალაქელებს. დღეს ბათუმის ბიუჯეტი მორგებულია ,,ქართული ოცნების“ შემომწირველ კომპანიებზე, სადაც პირდაპირ ხდება კორუფციული გზით თანხების განკარგვა. 

სქემა შემდეგია: ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი ნაწილდება სულ რამდენიმე მსხვილ კომპანიაზე. იშვიათად იქმნება ხელოვნური კონკურენცია, ხშირად კი უკონკურენტოდ ხდება ტენდერის მოგება. (ასეთია
მაგალითად „ქართული ოცნების“ დეპუტატის ოჯახის კომპანიები “მონოლითი“ და „ ბონდი“, რომელთაც ჯამში 90 მილიონი ლარი ბათუმის ბიუჯეტიდან აქვს ტენდერის სახით მიღებული) ტენდერის მოგების შემდეგ კომპანია ორად ანაწილებს ფინანსებს:

1- კომპანია ხდება პირდაპირ ,,ქართული ოცნების“ შემომწირველი და რიცხავს ფულს
ოცნების ბიუჯეტში

2- ე.წ ქეშის სახით ფული მიაქვს ქართული ოცნების ოფისში.

ორივე შემთხვევაში ხალხის დაზარალების ფონზე, ბიუჯეტი პირდაპირ ილექება ბიძინაივანიშვილის ყულაბაში, ეს ფული კი შემდგომ ტროლ-ბოტების მავნებლურ საქმიანობასა და არჩევნებისას ამომრჩევლების მოსყიდვას ხმარდება.

ამ ყველაფრის ფონზე ქალაქში ყოველდღიურობაა დაუსრულებელი და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები რას მოსახლეობას უდიდეს დისკომფორტს უქმნის. ბათუმის მაგალითზე პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ რომ საქმე გვაქვს დიდ კორუფციულ სქემასთან, რომელშიც ჩართულია აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ქალაქის მერი და
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.” - განაცხადა რეზო ხარაზმა.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი