
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის მტკიცებით, ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან, შესასრულებელი დარჩათ მხოლოდ ორი, რომელსაც ივნისის ბოლომდე მიიღებენ. კობახიძის თქმით, დარჩენილია სასამართლოს პაკეტი და დეოლიგარქიზაციის კანონი:
"რაც იყო ჩვენი პასუხისმგებლობის საგანი, ყველაფერი იქნება შესრულებული. დაგვრჩა სასამართლოს პაკეტი, რომელიც მიიღება სესიის ბლომდე და დაგვრჩა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, რომელიც ასევე მიიღება სესიის ბოლომდე. მთავარია, რომ ვენეციის კომისიამ დროზე დაგვიბრუნოს პასუხი . ორი კანონია მისაღები და ორივესთან დაკავშირებით გაგრძელდება განხილვა. ივნისის ბოლომდე გვინდა ორივეს მიღება. ვენეციას ველოდებით ერთადერთი, დეოლიგარქიზაციის ნაწილში." თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს 12 რეკომენდაციის შესრულების შუალედური ანგარიში გამოაქვეყნეს, საიდანაც დგინდება, რომ ხელისუფლებამ სრულად მხოლოდ 1 რეკომენდაცია შეასრულა.