
სოლიდარობა და თავისუფლება ნიკა გვარამიას - ბათუმში აკრედიტებული მედიასაშუალებების წარმომადგენლები ერას მოედანზე შეიკრიბნენ.
ისინი ერთხმად ამბობენ, რომ ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარია და ხელისუფლებას მისი განეიტრალებით თავისუფალი მედიის გაჩუმება სურს.
ჟურნალისტების მთავარი გზავნილი იყო რომ ყველა პლატფორმაზე უნდა გაჟღერდეს ნიკა გვარამიას პატიმრობის შესახებ ინფორმაცია. მათივე თქმით, ჩვენი ევროპული მომავლისათვის მედიამენეჯერის პატიმრობაში ყოფნა დაუშვებელია.
შეგახსენებთ "მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის პოლიტიკურად მოტივირებული საქმის სასამართლო განაჩენიდან 1 წელი გავიდა. გასული წლის 16 მაისს, მოსამართლე ჩხიკვაძემ მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე