
გერმანელი დეპუტატი თომას ჰაკერი "მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას დაპატიმრებიდან ერთი წლის გასვლას Twitter-ზე ეხმაურება.
როგორც ჰაკერი წერს, ხელისუფლება რომელიც ცდილობს რომ გააჩუმოს თავისუფალი მედია და კრიტიკული ხმა, ძნელად შეიძლება იყოს ევროკავშირისთვის სანდრო პარტნიორი.
"საქართველოში ერთი წლის წინ "მთავარი არხის" ჟურნალისტი ნიკა გვარამია დააპატიმრეს. მთავრობა რომელიც მისდევს თავისუფალი მედიისა და კრიტიკული ხმის გაჩუმების სტრატეგიას, ძნელად შეიძლება იყოს ევროკავშირისთვის სანდო პარტნიორი. თავისუფლება ნიკას," - წერს დეპუტატი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია 2022 წლის 16 მაისს, ზუსტად ერთი წლის წინ დააკავეს.