
„მე მინდა პირველ რიგში დრეს მივესალმეო საქართველოში, მე ვფიქრობ ყველაზე თავისუფალ ადამიანს, ნიკა გვარამიას. ნიკა გვარამიას საკანი დაიხურა 1 წლის წინ და ამითი დაიხურა მათ შორის, შანსი ჩვენი ქვეყნისთვის შარშან, რომ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.
მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ სანამ არ გაიხსნება ნიკა გვარამიას საკნის კარები, ჩვენ წარმატების არანაირი შანსი არ გვექნება იმიტომ, რომ პოლიტიკური პატიმრების პირობებში მყოფ ქვეყანას ევროპაში ადგილი არ აქვს. ნიკა გვარამიას პატიმრობა არ არის დღეს ერთადერთი გზა, რომლითაც „ქართული ოცნება“ საბოტაჟს უწევს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს"
განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ლელოს" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა.