საქართველოს მიერ EU-ს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობა 31%-მდე დაეცა - პიტერ სტანო

გამოქვეყნდა:

საქართველოს მიერ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობა 44%-იდან 31%-მდე დაეცა - განცხადება ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა,  ევროკომისიის ვიცე- პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ  გააკეთა. ის დღეს გამოეხმაურა საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების განახლებას და თქვა, რო მ  საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება კითხვებს ბადებს საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით:

სამწუხაროდ, საქართველოს მიერ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობა დაეცა უკვე ისედაც დაბალი 44%-იდან 31%-მდე. ეს ნამდვილად იწვევს ჩვენს შეშფოთებას და ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა." ამბობს პიტერ სტანო.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი