უკრაინა NATO-ს კოოპერაციული კიბერ თავდაცვის ცენტრის ოფიციალური წევრი გახდა

გამოქვეყნდა:

უკრაინა ოფიციალურად შეუერთდა NATO-ს კოოპერაციული კიბერ თავდაცვის ცენტრს (CCDCOE),  - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  

ამის აღსანიშნავად უკრაინის დროშა ტალინში, ორგანიზაციის სათავო ოფისში აღიმართა.

"დღეს ეროვნული დროშა ოფიციალურად აღიმართა NATO-ს კოოპერაციული კიბერ თავდაცვის ცენტრის სათავო ოფისში, ტალინში, რაც აღნიშნავს უკრაინის ოფიციალურ გაწევრიანებას CCDCOE-ში," - წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

CCDCOE NATO-ს მიერ აკრედიტებული კიბერუსაფრთხოებისა და ანალიტიკის ცენტრია, რომელიც სპეციალიზდება ინტერდისციპლინარულ კვლევებში, ანალიზში, ინფორმაციის გაცვლასა და კიბერ თავდაცვის წვრთნებში.

უკრაინული მედიის ცნობით, წინა წლის მარტში NATO-ს 27-მა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ უკრაინისთვის CCDCOE-ის წევრობის სტატუსი მიენიჭებინა, მანამდე უკრაინის წევრობას უნგრეთი ბლოკავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი