
რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებს ერთმანეთთან ურთიერთობა აუკრძალეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია Energoatom-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
"რუსი ტერორისტები აბსურდის ახალ დონეს აღწევენ - ისინი აწესებენ კიდევ უფრო სასაცილო შეზღუდვებს პერსონალისთვის...მათ ერთმანეთთან კომუნიკაციის უფლებაც კი არ აქვთ", - ნათქვამია მოხსენებაში
როგორც Energoatom საკუთარ Telegram არხზე წერს, ამჟამად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში დაახლოებით 2 500 თანამშრომელი მუშაობს. თუმცა, რუსების წყალობით ატომური სადგურის თითქმის ყველაზე მნიშვნელოვანი განყოფილება ახლა უსაფრთხოების სამსახური გახდა. ატომურ სადგურზე ახლა შეიარაღებული "მცველები" წყვეტენ, როგორ იფუნქციონირებს ის.