
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის თავდაცვის ძალებს ბოლო სამი კვირის განმავლობაში კიდევ 34 პიკაპი გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში გერმანიის საელჩო ავრცელებს.
"მობილურობა უკრაინის თავდაცვისუნარიანობისა და სტაბილურობის მნიშვნელოვანი ფაქტორია. უკრაინის უშიშროების ძალების გასაძლიერებლად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასული 3 კვირის განმავლობაში კიდევ 34 პიკაპი გადასცა“, - წერს საელჩო სოციალურ ქსელში
შეგახსენებთ, რომ 14 მაისს, გერმანიამ უკრაინისთვის 2,7 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.