
იტალიის ჩრდილოეთით წყალდიდობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ემილია-რომანიის დიდ ნაწილში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული: მობილიზებულია სამოქალაქო დაცვის სამსახური.
არსებული ინფორმაციით, წყლის დონე სახიფათოდ იმატებს მდინარეებში მისასა და მარეჩიაში, განსაკუთრებით ზღვისპირა ქალაქ სენიგალიას მიდამოებში.
მთლიანობაში, რეგიონში 901 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, როგორც მდინარეების ადიდების, ასევე შესაძლო მეწყერის გამო.
ევაკუირებულთა უმეტესობა ახლა რავენას პროვინციაშია, რომელიც მაისის დასაწყისში უამინდობამ მძიმედ დააზარალა.