რუსეთში, იამალ-ევროპის გაზსადენზე აფეთქება მოხდა - დაიღუპა ერთი ადამიანი [VIDEO]

გამოქვეყნდა:

რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, რუსეთის ხანტი-მანსის ოლქში მაგისტრალური გაზსადენი "იამალ-ევროპა" აფეთქდა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა ხუთი ადამიანი.

აფეთქება კომპანია „გაზპრომ ტრანსგაზ იუგორსკის“ მაგისტრალური გაზსადენის Yamal-Europe-ის კვანძზე მოხდა, რომელიც არ მუშაობს. დაშავებულია ხუთი ადამიანი -  ნათქვამია ინფორმაციაში.

 მოგვიანებით, რეგიონული ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ოლექსი დობროვოლსკიმ განაცხადა, რომ ხანძრის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი