წინა კვირას, სისხლის ყველაზე ცუდი ანალიზები მქონდა, მას შემდეგ, რაც "ვივამედში" გადმოვედი - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, წინა კვირას, სისხლის ყველაზე ცუდი ანალიზები ჰქონდა, მიუხედავად ამისა, "ვივა მედმა" სტრასბურგში გააგზავნა ცნობა, რომ ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია: 

წინა კვირას, სისხლის ყველაზე ცუდი ანალიზები მქონდა, მას შემდეგ, რაც "ვივამედში" გადმოვედი. დღეს, მკურნალი ექიმები ერთხმად, ძალიან შეშფოთებული მიყვებოდნენ ამას. 
წინა კვირასვე, კლინიკის ხელმძღვანელობამ სტრასბურგში გააგზავნა ცნობა, რომ ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია. ჩვენ ალტერნატიული ანალიზების გაკეთების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არ გვქონია. 
არაუშავს, რუსეთის ჩამოშლასთან ერთად, ეს სიცრუის მანქანაც, რომლის მსხვერპლიც მე ვარ, აუცილებლად, ბოლომდე ჩამოიშლება. 
შევეცდები, იმ დღემდე როგორმე ვიცოცხლო." ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მისივე ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი