საქართველო მიესალმება რუსულ ავიახაზებს და საკუთარს მოსკოვში აგზავნის... კრემლი ასეთი შედეგით აღფრთოვანებულია - ნიკოლენკო

გამოქვეყნდა:

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ეხმაურება. ოლეგ ნიკოლენკო "ტვიტერზე" ქართულენოვან პოსტს ავრცელებს და წერს, რომ მაშინ, როცა მსოფლიო რუსეთის იზოლაციას ახდენს, საქართველო მიესალმება და რუსეთში აგზავნის თვითმფრინავებს: 

"მსოფლიო ახდენს რუსეთის იზოლაციას, რათა აიძულოს იგი დაასრულოს ომი, მაგრამ საქართველო მიესალმება რუსულ ავიახაზებს და საკუთარს  მოსკოვში აგზავნის. მაშინ, როცა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია კვლავ დაუსჯელი რჩება. კრემლი კი ასეთი შედეგით აღფრთოვანებულია." წერს ნიკოლენკო ქართულად.

15 მაისს ძალაში შევიდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულება, რომლის თანახმადაც, სავიზო რეჟიმი გაუქმდა, ასევე, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა.

პირველ რეისს მოსკოვიდან 19 მაისს, რუსული ავიაკომპანია "აზიმუტი" შეასრულებს, ხოლო 20 მაისიდან თბილისი-მოსკოვი-თბილისის რეისებს კვირაში შვიდჯერ, ავიაკომპანია Georgian Airways დაიწყებს.

"აზიმუტის" გარდა, საქართველოში ფრენის უფლებას უკრაინის მიერ სანქცირებული კიდევ ერთი ავიაკომპანია, Iraero ითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი