ნიკა გვარამიას პატიმრობის 1 წელი | პოლიტიკოსების მიმართვა ხელისუფლებასა და თავად პოლიტპატიმარს

გამოქვეყნდა:

ნიკა გვარამიას პატიმრობა ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის დღეს მთავარ თემად იქცა. ოპოზიცია და უცხოელი დიპლომატები საქართველოში, "მთავარი არხის" დამფუძნებლის ტყვეობის საჯარო დაგმობით მორიგ გაფრთხილებას აძლევენ ხელისუფლებას - გამოხატვის უფლებისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვით საქართველო ევროკავშირს ვერ დაუახლოვდება.

ნიკა გვარამიას პატიმრობა კი სწორედ უფლებების დარღვევის მიზნით მღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელზეც "ქართულმა ოცნებამ" უარი უნდა თქვას. მაგრამ ისევე როგორც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ კლანს რეალობის დანახვა არ უნდა.

მმართველი პარტიის ლიდერები უარყოფენ ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას, მაგრამ ვერაფერს პასუხობენ არგუმენტებს, რომლებიც ცალსახად ადასტურებს საქართველოში პოლიტიკური დევნის არსებობას. 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი