26 მაისის პომპეზურად აღსანიშნად, ბიუჯეტიდან 7,7 მილიონი ლარი ტენდერის გვერდის ავლით დაიხარჯება - "ფლანგვის დეტექტორი"

გამოქვეყნდა:

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღისთვის სახელმწიფოს 19-მა უწყებამ გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.  26 მაისის პომპეზურად აღსანიშნად, ბიუჯეტიდან 7,7 მილიონი ლარი კვლავაც ტენდერის გვერდის ავლით დაიხარჯება:

"მთავრობა 2021 წლიდან განკარგულებებს საჯაროდ აღარ აქვეყნებს, რითაც კანონს პირდაპირ არღვევს, თუმცა განკარგულებას შესყიდვების სააგენტოსადმი მიმართვაში ვხვდებით.

განკარგულება 26 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებით მთავრობამ მხოლოდ 2023 წლის 21 აპრილს გამოსცა, რის გამოც ტენდერების გამოცხადება ვერ ესწრება.

გამარტივებული შესყიდვა, გარდა იმისა, რომ კონკურენციის გამორიცხვის გამო უფრო ხარჯიანია, აგრეთვე ელიტური კორუფციის მაღალ რისკს შეიცავს.

თავდაცვის სამინისტრო 26 მაისის აღსანიშნად გამარტივებული შესყიდვით წელს 2.8 მილიონის დახარჯვას აპირებს, კულტურის სამინისტრო - 891,191 ლარის, ხოლო ტურიზმის სააგენტო - 777,206 ლარის.

2022 წელს ბიუჯეტს იგივე ღონისძიება 7.4 მილიონი ლარი დაუჯდა, შესაბამისად, ხარჯები 300 ათასზე მეტით გაიზარდა.

ცნობისთვის, საქართველოში ვეტერანების, ვეტერანებთან გათანაბრებულ პირთა და მათი ოჯახის წევრების რაოდენობა 66,759  ადამიანს შეადგენს.

ვეტერანების საქმეთა სამსახურის ბოლო სამი წლის საშუალო დაფინანება 8,267,300 ლარია, რაც თითქმის უტოლდება 26 მაისისთვის უტენდეროდ დახარჯული თანხების საშუალო ოდენობას." წერს "ფლანგვის დეტექტორი".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი